სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს ახალი უფროსი ჰყავს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბორის ატოევი, რომელიც ამ უწყებას 2006 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა, პენსიაზე გაუშვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“ 21 აპრილს.

თიბილოვმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურს 90–იან წლებში ხელმძღვანელობდა, უშიშროების სამსახურის ახალ უფროსად ვიქტორ შარგაევი დანიშნა; ინფორმაცია ამ უკანასკნელის თაობაზე არ ვრცელდება.