აზა ხაბალოვა

დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • აზა ხაბალოვა ლეონიდ თიბილოვის მთავრობაში ფინანსთა მინისტრად 2012 წლის 18 მაისს დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ირინა სიტნიკი შეცვალა, რომელიც მაშინდელმა დე ფაქტო პრემიერ–მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა 2009 წელს მოსკოვიდან ჩამოიყვანა, სადაც იგი მოსკოვის საბანკო საქმის ინსტიტუტის ფინანსური დირექტორი იყო.
  • ხაბელოვას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 1999-2008 წლებშიც ეკავა. 2008 წელს თანამდებობა მან ედუარდ კოკოითთან დაპირისპირების გამო დატოვა.
  • 2011 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში აზა ხაბელოვამ მხარი ალა ჯიოევას დაუჭირა. იყო მისი უახლოესი თანამებრძოლი.
  • აზა ხაბალოვას გამოცდილ და პრინციპულ პოლიტიკოსად მოიხსენიებენ. იგი არ ერიდება ისეთ გავლენიან ფიგურებთან დაპირისპირებასაც კი, როგორებიც არიან დე ფაქტო შს მინისტრი ახსარ ლავოევი და დე ფაქტო საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სოსლან გატიკოევი. მაგალითად, 2013 წლის ივნისში გავრცელებული ცნობების თანახმად, მორიგი ფინანსური შემოწმების დროს ფინანსთა სამინისტრომ რუს ინსპექტორებთან ერთად ორივე უწყებაში გამოავლინა „მკვდარი სულების“ არსებობა და აზა ხაბალოვამ სოსლან გატიკოევს და ახსარ ლავოევს მათ დაფინანსებაზე მტკიცე უარი განუცხადა.
  • 2014 წლის 20 იანვარს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა, რის შემდეგაც ხაბალოვა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა;
  • 2014 წლის 8 აპრილს ის იმავე თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ რაც ახალი პრემიერი დომენტი კულუმბეგოვი გახდა.