გრიგორი კულიჯანოვი

დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • გრიგორი კულიჯანოვი დაიბადა 1952 წელს ქ.ცხინვალში;
  • 1969 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის #6 საშუალო სკოლა;
  • 1975 წელს დაამთავრა ჩრდილო–ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
  • 1975–1978 წლებში ლიპეცკში მუშაობდა ქირურგ–ონკოლოგად;
  • 1978–1997 წლებში ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა ქირურგ–ონკოლოგად;
  • 1985–1987 წლებში მოსკოვში, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში სწავლობდა ორდინატურაში;
  • 1989 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მისანიჭებლად;
  • 1997 წლიდან მუშაობდა რესპულიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელძღვანელად, ონკოლოგად;
  • არის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამსახურებული ექიმი, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ღირსების ორდენის კავალერი;
  • ყავს მეუღლე და ქალ–ვაჟი;

დამატებითი ინფორმაცია

  • 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები ხშირად მიმართავენ სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საქართველოშიც, მკურნალობის კურსის გავლის თხოვნით. კულიჯანოვის განცხადებით, ისინი მსურველებს ალტერნატივას სთავაზობენ ჩრდილოეთ ოსეთის სახით, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მათი რჩევის წინააღმდეგ, პაციენტები მაინც მიდიან თბილისში სამკურნალოდ; მისი თქმით ასეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ეხება, სამინისტრო "თვალს ხუჭავს" და არ უშლის მათ ხელს რომ საქართველოში გაიარონ მკურნალობა.