მარინა ჩიბიროვა

დე ფაქტო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • მარინა ჩიბიროვა დაიბადა 1970 წელს ქ. ცხინვალში. არის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის შვილი.
  • მარინა ჩიბიროვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 2012 წლის 31 მაისს დაინიშნა.
  • მანამდე იგი დე ფაქტო განათლების სამინისტროს მეცნიერებისა და პროფესიული განათლების სამმართველოს უფროსი იყო.
  • 2012 წლის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში ჩიბიროვა ხელმძღვანელობდა საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-სპიკერი მირა ცხოვრებოვა წამოაყენა. თუმცა, არჩევნებამდე მირა ცხოვრებოვამ საკუთარი კანდიდატურა რუსეთში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ელჩის, დიმიტრი მედოევის სასარგებლოდ მოხსნა.
  • 2014 წლის 20 იანვარს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა, რის შემდეგაც ჩიბიროვა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო;
  • 2014 წლის 8 აპრილს ის კვლავ განათლების მინისტრად დაინიშნა მას შემდეგ რაც ახალი პრემიერი დომენტი კულუმბეგოვი გახდა.

დამატებითი ინფორმაცია

  • მარინა ჩიბიროვა არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. გამოცემული აქვს რამდენიმე მონოგრაფია ლიტერატურულ თარგმანთან დაკავშირებული პრობლემატიკისა და თარგმნის თეორიის შესახებ.