მთავარი პროკურორი წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის “უპირობოდ” შესრულებაზე
მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება და სხვა სამართალდამცავი ორგანოები „უპირობოდ“ შეასრულებენ მორატორიუმს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა იმ პირთა მიმართ სამართლებრივი დევნის შეჩერების თაობაზე, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან.
„პრემიერ-მინიტრის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მოახლოებული არჩევნების სამართლიან და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარებას, აუცილებლად უპირობოდ შესრულდება პროკურატურის მხრიდან. ასევე საქართველოს პროკურატურის ზედამხვედველობის ქვეშ მყოფი საგამოძიებო და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ“, – განუცხადა ბადაშვილმა 19 აპრილს ჟურნალისტებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის მონახულების დროს.
ეს ბადაშვილის პირველი გამოჩენა იყო მედიის წინაშე მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ მთავარი პროკურატურის პოსტზე დაინიშნა.
თავის კომენტარში მან ასევე გაიმეორა პროკურატურის პოზიცია და „სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „თავი აარიდა“ მისი „მოქალაქეობრივი ვალის“ შესრულებას, როცა არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, სადაც ის ათ საქმეზე მოწმით სახით დასაკითხად იყო დაბარებული გასულ თვეში.
„თუმცა არა უშავს; გაგრძელდება გამოძიება; არ არის აუცილებელი კონკრეტული მოწმის დაკითხვა; ჩვენ გამოძიებით მოვიპოვებთ იმ საკმაო მტკიცებულებებს, რაც მოგვცემს საფუძველს, რომ ობიექტურად ჩავატაროთ გამოძიება“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.