პრეზიდენტი მარგველაშვილი პრაღაში გაემგზავრა
პრეზიდენტი მარგველაშვილი 24 აპრილს პრაღაში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს დაესწრება.
ორდღიან სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ავსტრიის პრეზიდენტი ჰანს ფიშერი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და სხვა ლიდერები.
ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ყველა ქვეყნის ლიდერს შეხვდება, მისი ადმინისტრაციის თანახმად და ასევე 25 აპრილს სიტყვით გამოვა კონფერენციაზე სახელწოდებით "აღმოსავლეთ პარტნიორობა 5 წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის".
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელარუსის მონაწილეობით.