ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
თბილისში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდა.
შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ისრაელის მიერ ახლახანს ამოქმედებული უვიზო რეჟიმი იყო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში ტურისტული ან კერძო ვიზიტით მიემგზავრებიან, 180 დღიან პერიოდში 90 დღემდე უვიზოდ ყოფნის უფლებას აძლევს. ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება გიდეონ საარის შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.