საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ კვარტალში



საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2010–2014 წლების პირველ კვარტლებში, მილიონ აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ კვარტალში 18%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 11.5%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.13 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 24 აპრილს.

2014 წლის იანვარ–მარტში ექსპორტის მოცულობა 23%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 696 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 16%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.82 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის პირველ კვარტალში 368.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 319.7 მილიონი აშშ დოლარით.

რუსეთი, რომელიც 2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, ახლა მესამეა 190.3 მილიონი აშშ დოლარით, რაც 56.8%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ეს ზრდა ძირითადად განპირობებულია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტით, რაც 2013 წლის გაზაფხულამდე აკრძალული იყო რუსეთის მიერ.

2014 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის მოცულუბამ 33.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც იანვარ–მარტში ღვინის მთლიანი ექსპორტის 70%–ს შეადგენს, „საქსტატის“ მონაცემების თანახმად. 

მინერალური წყლების ექსპორტმა საქართველოდან რუსეთში იმავე პერიოდში 16,65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველ კვარტალში მინერალური წყლების მთლიანი ექსპორტის 48.4%–ს შეადგენს.

უკრაინა საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც 2014 წლის იანვარ–მარტში 167.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ჩინეთი – 165.8 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 122.4 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 115.5 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 108.7 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 89.2 მილიონი აშშ დოლარი; იაპონია – 79.2 მილიონი აშშ დოლარი.

20014 წლის პირველ სამ თვეში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის ექსპორტში 152 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 69.8 მილიონი აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 51.2 მილიონი აშშ დოლარით; ღვინო – 47.4 მილიონი აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 45.6 მილიონი აშშ დოლარით; მინერალური წყლები – 34.4 მილიონი აშშ დოლარით; არადენატურირებული ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელები – 24 მილიონი აშშ დოლარით; რკინიგზის ლოკომოტივები – 22 მილიონი აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 21.6 მილიონი აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან – ე.წ. „არმატურა“ – 16.6 მილიონი აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის პირველ კვარტალში ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 189.7 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 149.7 მლნ აშშ დოლარი; ნახშირწყალბადები – 127.9 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 63.2 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 36 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 35.3 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 28.7 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 21.3 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან – 19.3 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 18.9 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)