დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა 29 აპრილს, რომ მომდევნო კვირას უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში გეგმავს ვიზიტებს.
მან ეს განცხადება პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედებები უკრაინაში რუსეთის მეზობლების „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს.