საქსტატი: პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდამ 7.4% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა.
იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.2% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თებერვალში – 5.6%, ხოლო მარტში – 8.3%.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2013 წელს 3.2% იყო, ხოლო 2014 წელს მთავრობა 5%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.