წლიურმა ინფლაციამ აპრილში 3.4% შეადგინა

წლიური ინფლაციის დონემ აპრილში 3.4% შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია მარტში არსებულ 3.5%–თან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“.

აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.

წლიური ინფლაციის დონე ძირითადად განაპირობა სურსათზე ფასების ზრდამ, რომელიც აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.6%–ით გაიზარდა, ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე და სიგარეტზე ფასების ზრდამ, რომელიც 6.8%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „საქსტატის“ მონაცემებით, ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  4.3%–ით გაიზარდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)