პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 4–7 მაისს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან კლოდ ბარტოლონთან და სენატის თავმჯდომარესთან ჟან-პიერ ბელთან.