აფხაზეთში განთავსებული რუსი სამხედროები უახლესი მოდელის 80 ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 6 მაისს, რომ წლევანდელი ზაფხულის ბოლომდე ის 80–ზე მეტ უახლესი მოდელის ჯავშანტრანსპორტიორს განათავსებს თავის სამხედრო ბაზაზე აფხაზეთში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უახლესი BTR-82AM ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები რუსეთის სამხედრო ბაზის მოტომსროლელთა შენაერთს გადაეცემა.
„შარშანდელთან შედარებით შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის უახლესი მოდელების რაოდენობამ, რომლებიც აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას გადაეცა, ორმაგ ზრდას გადააჭარბა. ივნისში დაახლოებით 30 ერთეული BTR-82AM გადაეცა სამხედრო ბაზას“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.