თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან

მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს.

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში ამომრჩეველი 25 წევრს მაჟორიტარული, ხოლო 25-ს პროპორციული წესით აირჩევს. პარტიული სიების წარდგენის ვადა 16 მაისს იწურება.

კოალიცია ქართული ოცნების მიერ 9 მაისს დასახელებულ 25 კანდიდატს შორის ცამეტი –  პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან არის, სამ-სამი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ეროვნულმა ფორუმმა, ხოლო ორ-ორი კანდიდატი კოალიციაში შემავალმა დანარჩენმა პარტიებმა  – რესპუბლიკელებმა, მრეწველებმა და კონსერვატორებმა წარადგინეს.

ქვემოთ მოცემულია თბილისის 25 მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი კანდიდატები ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან:

მთაწმინდა

1. ჯაბა ჯიშკარიანი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. დათო ავალიანი  – ნაციონალური მოძრაობა.

ვაკე (ვაკე, ბაგები, წყნეთი)

1. გიორგი მუსხელიშვილი – "თავისუფალი დემოკრატები", ქართული ოცნება, საკრებულოს წევრი;
2. თამაზ შოშიაშვილი – ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი.

ვაკე (ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟას-ფშაველას კვარტლები)

1. გოჩა ბაბუნაშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. ბაჩო დოლიძე – ნაციონალური მოძრაობა, ვაკის გამგებელი.

საბურთალო (სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი)

1. შორენა ბუხრაშვილი – "ეროვნული ფორუმი, ქართული ოცნება;
2. ქეთი ქოჩორაშვილი – ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი.

საბურთალო (ვეძისი, კანდელაკი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგის გამზ, საბურთ. მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუა)

1. გივი ჭიჭინაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, მომღერალი;
2. ჯარჯი დოლიძე – ნაციონალური მოძრაობა.

საბურთალო (საბურთალოს მარჯვენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, იოსებიძე, შარტავას, დოლიძის, ხილიანის, ბახტრიონის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)

1. დავით ზურაბიშვილი – რესპუბლიკური პარტია, ქართული ოცნება, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პარლამენტარი;
2. აკაკი კილასონია – ნაციონალური მოძრაობა.

კრწანისი 

1. ბექა ნაცვლიშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. ხათუნა ბერძენიშვილი – ნაციონალური მოძრაობა, კრწანისის გამგებელი.

ისანი (ავლაბარი, მეტრომშენი)

1. ილია ჯიშკარიანი – "თავისუფალი დემოკრატები", ქართული ოცნება;
2. ბესო კვიციანი – ნაციონალური მოძრაობა.

ისანი (ვაზისუბანი, მერვე ლეგიონი)

1. ირაკლი აბუსერიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, მორაგბე;
2. გოგა ონიანი – ნაციონალური მოძრაობა.

ისანი (ნავთლუღი)

1. ზურა ნეფარიძე – – "ეროვნული ფორუმი", ქართული ოცნება;
2. დავით კირთაძე – ნაციონალური მოძრაობა.

სამგორი (ვარკეთილი)

1. ია მაკასარაშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. ლევან ხაბეიშვილი – ნაციონალური მოძრაობა.

სამგორი (მესამე მასივი)

1. ლევან დარახველიძე – მრეწველები, ქართული ოცნება;
2. პაატა ქორელი – ნაციონალური მოძრაობა.

სამგორი (ვარკეთილის დასახლება, ორხევი, აეროპორტი, წინუბანი, ნასაგური, ლილო)

1. გულიკო ზუმბაძე – რესპუბლიკელები, ქართული ოცნება, საკრებულოს წევრი;
2. ბესო გაზდელიანი – ნაციონალური მოძრაობა.

სამგორი (მოსკოვის გამზირი, აფრიკა)

1. ლია ჯახველაძე – "თავისუფალი დემოკრატები", ქართული ოცნება;
2. დათო ჟღენტი – ნაციონალური მოძრაობა.

ჩუღურეთი

1. რიმა ბერაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. დავით დაღელაშვილი – ნაციონალური მოძრაობა, ჩუღურეთის გამგებელი.

დიდუბე

1. ლადო ძნელაძე – მრეწველები, ქართული ოცნება;
2. დავით ნაფეტვარიძე – ნაციონალური მოძრაობა.

დიდუბე (დიღმის მასივი)

1. თარაშ შურღაია – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. ირაკლი დვალი – ნაციონალური მოძრაობა.

ნაძალადევი 

1. გივი გოგლიძე – ეროვნული ფორუმი,  ქართული ოცნება;
2. ლამარა გოგინაშვილი – ნაციონალური მოძრაობა.

ნაძალადევი (ლოტკინი)

1. დავით ჭელიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. შოთა ქურდაძე – ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი.

ნაძალადევი (სანზონა)

1. ზაზა კოლელიშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, მსახიობი;
2. მამუკა გუგეშაშვილი – ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი.

ნაძალადევი (თემქა)

1. ჯაბა სამუშია – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, საკრებულოს წევრი;
2. ვახო ცაგარეიშვილი – ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი.

გლდანი (ავჭალა, ზაჰესი, კონიაკის დასახლება, გლდანულა, სოფელი გლდანი)

1. კობა კობალაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, გენერალი;
2. ნოდარ სანდუხაძე – ნაციონალური მოძრაობა, გლდანის გამგებელი.

გლდანი (ლუწი მიკრორაიონები)

1. ნინო გოგუაძე – კონსერვატორები, ქართული ოცნება, ცესკოს წევრი;
2. კახა ბროკიშვილი – ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს წევრი.

გლდანი (კენტი მიკრორაიონები)

1. მურთაზ შელია – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
2. გიორგი ასიტაშვილი – ნაციონალური მოძრაობა.

გლდანი (მუხიანი, სამხედრო დასახლება)

1.  ქეთი ჯოხაძე – კონსერვატორები, ქართული ოცნება;
2. ლექსო თაბუაშვილი – ნაციონალური მოძრაობა, მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი.