ჰერმან ვან რომპუი თბილისს სტუმრობს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი 14 მაისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
სამშაბათს ღამით თბილისში ჩამოსვლამდე რომპუი უკრაინას და მოლდოვას სტუმრობდა.
თბილისში ის პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა; ასევე პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართავს მოლაპარაკებებს და სიტყვით გამოვა ევროპის სახლში.
ვიზიტი წინ უძღვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ივნისის ბოლოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰერმან ვან რომპუის ვიზიტი "წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი".