პრეზიდენტი მარგველაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თავის რეზიდენციაში საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბას თალებიფარის უმასპინძლა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
ირანის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტი ირანელი კოლეგის სახელით თეირანში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. ჯერ–ჯერობით არ არის გარკვეული შედგება თუ არა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ირანში.