სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრი გადადგა
აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შემდეგ, მისმა მოკავშირემ ლეონიდ ლაკერბაიამ ასევე დატოვა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა, იტყობინება „აფსნიპრესი“ 2 ივნისს.
პრემიერ–მინისტრის მოვალეობას სეპარატისტული რეგიონის ფინანსთა მინისტრი და ვიცე–პრემიერი, 39 წლის ვლადიმირ დელბა შეასრულებს, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის სპიკერმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ.
„აფსნიპრესი“ ასევე იტყობინება, რომ სეპარატისტული რეგიონის მთავრობის წევრები შეინარჩუნებენ თავიანთ პოსტებს და ისინი მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან 24 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.