წლიურმა ინფლაციამ მაისში 2.4% შეადგინა



წყარო: საქსტატი

წლიური ინფლაციის დონემ მაისში 2.4% შეადგინა, აპრილში დაფიქსირებული 3.4%–ის შემდეგ, იტყობინება „საქსტატი“.

მაისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0.3% შეადგინა. 

ფასები საკვებზე მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%–ით გაიზარდა, ხოლოდ ფასებმა ალკოჰოლურ სასმელებზე და სიგარეტზე 6.4%–ით მოიმატა. ჯანდაცვის მომსახურებაში ფასები  5.8%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე მაისში 5.1%–ით შემცირდა წინა  წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)