საქართველოს და ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საბერძნეთში სტუმრობის შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ის ნატოს წევრი ქვეყნებიდან კოლეგებს შეხვდება ოთხშაბათს დილით.

თავდაცვის მინიტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისია განიხილავს „საქართველოს თავდაცვის რეფორმების არსებულ მდგომარეობას და შემდგომ სამუშაო გეგმებს“, განაცხადა ნატომ პრესრელიზში და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე „ასევე იქნება ფართო რეგიონზე რუსეთ-უკრაინის კრიზისის შედეგების განხილვის შანსი“.

ნატოს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც ნატო-უკრაინის კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა 3 ივნისს თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით, განაცხადა, რომ ალასანიასთან შეხვედრის დროს საქართველოსთან პარტნიორობის განვითარება და რეგიონზე რუსეთის ქმედებების გავლენა იქნება განხილული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიუსელში ალასანია ორმხრივ შეხევდრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან და ბელგიელ, დანიელ, თურქ, ბრიტანელ და უკრაინელ კოლეგებთან.

2-3 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ათენში ვიზიტის ფარგლებში თავის ბერძენ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს და დეპუტატებს შეხვდა.