სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატს რეგისტრაცია აღუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატს რეგისტრაცია აღუდგინა, რის შედეგადაც აკმამედ იმამკულიევი 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრას შეძლებს.

თვის დასაწყისში მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა იმ მოტივით, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ საცხოვრებელ ცენზს, რომლის მიხედვითაც კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში.

ეს გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის თქმითაც ხელისუფლებას მისი კანდიდატის მარათონიდან გამოთიშვა სურდა, ცესკოში გაასაჩივრა, რომელმაც ხმათა უმრავლესობით მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და საქმეც მოიგო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)