მეწყერის გამო ჩაკეტილი ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი გაიხსნა
ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დარიალის ხეობაში 17 მაისს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა, შაბათს გაიხსნა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასქტურტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტრანსპორტის გადაადგილება „დროებითი საავტომობილო გზით“ მოხდება, რომლის გახსნაც მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ტერიტორია ნაშალი მიწისგან გაიწმინდა.
შსს–ს ინფორმაციით, დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და დროებით გზაზე გადაადგილებას ყველა ტიპის ავტოტრანსპორტი შეძლებს. თუმცა, სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის სარემონტო-გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელების გამო ავტომანქანების გაშვება ეტაპობრივად მოხდება“.
ეს გზა ასევე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგანაც ეს საქართველოს გავლით რუსეთთან სახმელეთო მიმოსვლისთვის ერთადერთი საშუალებაა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო პუნქტი სრული დატვირთვით ამუშავდა.