საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაიწყო
15 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი არჩევნებისთვის 3 600–ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა დილის 8 საათზე.
ხმის მიცემის პროცესი მარტვილის საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების გატაცების გამო ჩაიშალა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ღამის 2 საათისთვის რამდენიმე „ნიღბიანმა“ პირმა სოფელ დოშაყეს მე–16 საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ბიულეტენები გაიტაცა.
„სამართალდამცავები უკვე მუშაობენ აღნიშნულ საქმეზე“, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
მარტვილის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ბიულეტენები რამდენიმე „შეიარაღებულმა პირმა“ გაიტაცა.
სოფელ დოშაკეს მე–16 საარჩევნო უბანზე 380 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცესკომ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ პირველ მონაცემებს 12:30 საათზე გამოაცხადებს.