ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 16.65% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, დღის 12 საათისთვის აქტივობამ 16.75% შეადგინა ანუ ხმა 571 123 ამომრჩეველმა მისცა ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში სულ 3 429 748 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შუადღის აქტივობის მონაცემი მცირედით ჩამორჩება 2010 წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამისი დროის აქტივობის მონაცემს, რაც 20%-ს შეადგენდა.

დღის 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 17.15%-ს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 25.88%-ს შეადგენდა.