ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის 28.94% იყო
კენჭისყრის პროცედურის დასრულებამდე ხუთი საათით ადრე, დღის სამი საათისთვის 992 712-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაც რეგისტრირებული 3 429 748 ამომრჩეველის 28.94%-ს შეადგენს, განაცხადა ცესკომ.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 15 საათისთვის აქტივობა 32.05%-ს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 44.99%-ს შეადგენდა.
ცესკოს ინფორმაციით, 15 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა კვირის არჩევნებზე დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 47%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა თბილისში – 23.8%.