ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 34.64% შეადგინა
დღის ხუთი საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 34.64% % შეადგინა, განაცხადა ცესკომ და ელექტორატს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
ეს მონაცემი ჩამორჩება 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არსებულ მონაცემებს, როცა აქტივობა კენჭისყრის დასრულებამდე სამი საათით ადრე 40.42%-ს შეადგენდა.
ცესკოს განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების დღის აქტივობის საბოლოო მონაცემი საღამოს 8 საათზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
თუმცა იმის მიუხედავად, თუ რამდენი ამომრჩეველი მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, არჩევნები ჩატარებულად ითვლება.