ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ ადგილობრივ არჩევნებზე 43.31% შეადგინა

კვირის ადგილობრივ არჩევნებზე სულ 1 485 372 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე, რაც რეგისტრრებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43.31%–ს შეადგენს, იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ეს მაჩვენებელი ოთხი წლის წინ ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე დაბალია. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა.