ხონის საარჩევნო ოლქის უბანზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხონის 22–ე საარჩევნო უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ და „საარჩევნმო ყუთი დაამტვრიეს“.
„სამართალდამცავები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს შესწავლა. დეტალურ ინფორმაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა კვირას 22:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეს საარჩევნო უბანი სოფელ ძეძილეთში მდებარეობს, სადაც 399 ამომრჩეველია რეგისტრირებული.