საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარებას, რითაც საზოგადოებამ „კიდევ ერთი ენერგიული ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შემდგომი წინვლისა და განვითარებისკენ“.
„2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარებით ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ციკლი დავასრულეთ და შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.
„ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა“, – აღნიშნა მან, „და უმთავრესი გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვებ, არის ის, რომ მკაფიოდ ვაჩვენეთ ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნება, წინსვლა დემოკრატიული კულტურის განვითარების მიმართულებით, ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, განუხრელად ვიაროთ დემოკრატიისა და პროგრესის გზით“.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მალე მოიმკის ამ ღირსეულ ნაბიჯთა სასიკეთო შედეგებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.