სომხეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 18 ივნისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იტყობინება სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ვიზიტის ფარგლებში სერჟ სარგსიანი თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს  ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.