ცხინვალი ‘ლუგანსკის ხალხთა რესპუბლიკას აღიარებს’
სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთმა განაცხადა, რომ მან „აღიარა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“.
სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთმა, რომელიც რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს მიერაა აღიარებული, განაცხადა, რომ მისმა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 18 ივნისს შესაბამის განკარგულებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც მას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ“ მიმართა.
უკრაინის ხელისუფლება დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებს „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ მიიჩნევს.