საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ფრეგატი ბათუმის პორტს სტუმრობს
საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატი “სურკუფი” ბათუმის პორტში, 8 ივლისი, 2014. ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური.
საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატი “სურკუფი” 8 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შევიდა, სადაც ის 12 ივლისამდე დარჩება, იტყობინება თბილისში საფრანგეთის საელჩო.
ვიზიტი თავდაცვის სფეროში საფრანგეთის და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, განაცხადა საფრანგეთის საელჩომ ორშაბათს.
საფრანგეთის დაზვერვის ხომალდი Dupuy de Lôme აპრილის ბოლოს სტუმრობდა ბათუმის პორტს.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსი 10 ივლისს ფრეგატის ბორტზე მიღებას გამართავს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)