ცესკო: 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 6.84%-ს შეადგინა

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის სულ რეგისტრირებული 1 715 514 ამომრჩეველიდან, დილის 10 საათისთვის ხმა 117 409 მისცა, რაც 6.84% შეადგენს, განაცხადა ცესკომ.

თბილისში უბნების გახსნიდან ორ საათში ამომრჩეველთა აქტივობამ 6.9% შეადგინა.

ამასთან, დილის 10 საათისთვის ყველაზე მეტად ამომრჩეველმა ხონში იაქტიურა, სადაც 13.2%-მა მისცა ხმა, ხოლო ყველაზე პასიური ბათუმის ამომრჩეველია 4.6%-იანი აქტივობით.

დანარჩენ ოლქებში, სადაც ასევე იმართება მეორე ტური,  აქტივობის მაჩვენებელი შემდეგია: ყვარელი – 5.6%; თელავი – 5.2%, ახმეტა  – 8.1%, თიანეთი – 8.7%, რუსთავი – 8%; მცხეთა – 10.3%; გორი – 5.7%; თერჯოლა – 8.8%; ბაღდათი – 7.9%; ტყიბული – 9.9%; ოზურგეთი – 12.2%, ლანჩხუთი – 11.2%; მარტვილი – 6%; ფოთი – 6.5%, ქობულეთი – 4.8%; ხულო – 6.2%.