ავღანეთის 2014 წლის შემდგომ მისიაში 750 ქართველი სამხედრო ჩაერთვება

საქართველო 750 სამხედროს განათავსებს ნატოს 2014 წლის შემდგომ არასაბრძოლო მისიაში ავღანეთში,  განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 25 ივლისს.

ერთი ასეული მაზარ–ი–შარიფში განთავსდება გერმანული სარდლობის ქვეშ, ხოლო დანარჩენი სამხედროები აშშ–ის სარდლობას დაექვემდებარებიან ბაგრამში, განუცხადა ალასანიამ დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში, სადაც განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პროცედურები მიმდინარეობს.