წლიურმა ინფლაციამ ივლისში 2.8% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებსი თანახმად ივლისში წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა, ივნისში დაფიქსირებული წლიური 2%-იანი ინფლაციის შემდეგ.

წინა თვესთან შედარებით ივლისში 0.6%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

ფასები სურსათზე 3.4%–ით გაიზარდა, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე და სიგარეტზე 7.1%–ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასები 4.7%–ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტზე 3.6%–ით. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები ივლისში 6.3%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“.