ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე გახდება

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიასპორის საკითხებში ყოფილი მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე გახდება. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტი დღეს მოაწერს ხელს. 

პრეზიდენტის პრესამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  უკვე გამართა შეხვედრა კონსტანტინე სურგულაძესთან, სადაც საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილა.

კონსტანტინე სურგულაძე 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2001 წლიდან ის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში იყო კონსული. 2009 წლიდან პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო –თავისუფალი დემოკრატების" წევრი იყო, ხოლო 2012 წლიდან დაინიშნა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც  2014 წლის ივნისში პრემიერ–მინისტრის მიერ განხორციელებული სამთავრობო ცვლილების შედეგად დატოვა.