საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვევა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ხელმძღვანელის რანგში სომხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით  21-22 აგვისტოს ეწვევა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური სამშაბათს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ ღარიბაშვილის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა მის სომეხ კოლეგასთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან; ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან, რომელიც თბილისს ივნისში სტუმრობდა

სომხეთში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრს თან ეხლება დელეგაცია, რომელშიც შევლენ  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ასევე ქართული ოცნების დეპუტატი რუსლან პოღოსიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და მთავრობას დაქვემდებარებული კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე.