პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შორის 20 აგვისტოს სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც, მხარეებმა სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და ნატოს უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
„პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის, რომლის ერთ-ერთი დადასტურებაც იყო ფრანსუა ოლანდის ვიზიტი საქართველოში“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
პრეზიდენტი ოლანდი თბილისს მაისში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.