თეთრი სახლის განცხადება ბაიდენსა და ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარზე

თეთრი სახლის განცხადებით, 22 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრისას ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილეს „ორმხრივი ურთიერთობები, ნატოსთან საქართველოს გაღრმავებული პარტნიორობა და საქართველოს ძალისხმევა მიიზიდოს უცხოური ინვესტიციები და გაზარდოს ეკონომიკა.“

„ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებისადმი მის მხარდაჭერას, ასევე აშშ-ის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", –  ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენი და ღარიბაშვილი „თანხმდებიან საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა და მოხდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის შეერთებული შტატებიდან.“

თეთრი სახლის განცხადებით, მოსაუბრეები ასევენ შეთანხმდნენ, რომ დარჩებიან ერთმანეთთან კავშირზე უკრაინასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.