სეპარატისტული აფხაზეთის ცესკოს თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებს ხაჯიმბა იგებს

რაულ ხაჯიმბამ ხმათა 50.57% დააგროვა 24 აგვისტოს გამართულ ვადამდელ არჩევნებში და სეპარატისტული აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი გახდება, იტყობინება რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისია ორშაბათს დილით წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით.

ასლან ბჟანია, უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი მას ხმათა 36%-ით მეორე ადგილზე მოსდევს; დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ და შინაგან საქმეთა ასევე ყოფილმა მინისტრმა ლეონიდ ძაფშბამ, შესაბამისად, ხმების 6.4% და 3.4% მიიღეს.