პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28 აგვისტოს ანკარაში ჩავიდა, სადაც თურქეთის არჩეული პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. 

„კიდევ ერთხელ მე მსურს განვაცხადო, რომ ჩვენი ერთი-ერთი მთავარი პარტნიორი არის თურქეთი. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მათთან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა თურქეთში გამგზავრების წინ.