ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია საქართველოს 1-2 სექტემბერს ეწვევა.
ტუომიოია, რომელიც საქართველოში ირანიდან ჩამოვა, თავის ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად.
ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე გამართავს შეხვედრებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ფინეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, განსახილველი საკითხებს შორისაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და საგარეო პოლიტიკის სხვა მიმდინარე საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული სიტუაცია“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.