სამხედრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაინიშნა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცუხიშვილმა, რომელიც 2009-2013 წლებში გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო დღემდე გენერალური შტაბის მრჩეველთა ჯგუფის მრჩევლად მუშაობდა, ახალ თანამდებობაზე კახაბერ ჩიხრაძე შეცვალა, რომელიც ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.