3.4%-იანი წლიური ინფლაცია აგვისტოში
წლიურმა ინფლაციამ აგვისტოში 3.4% შეადგინა, ივლისში არსებული 2.8%-იანი ინფლაციის შემდეგ, იტყობინება „საქსტატი“ ოთხშაბათს.
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ აგვისტოში 0.5% შეადგინა, „საქსტატის“ თანახმად.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 6.4%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები 5.4%-ით გაძვირდა.
შარშანდელთან შედარებით აგვისტოში ფასებმა 3.4%-ით მოიმატა ასევე ჯანდაცვის მომსახურებაზე; საცხოვრებელსა და სატრანსპორტო ჯგუფებზე, შესაბამისად, 3% და 2.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აგვისტოში 5.2%-ით გაიაფდა, „საქსტატის“ თანახმად.