საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჩაკ ჰეიგელს კვირას უმასპინძლებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს, რომელიც ამ რანგში პირველი ვიზიტით ნატოს უელსის სამიტის შემდეგ ეწვევა საქართველოს, 7 სექტემბერს უმასპინძლებს.
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასა და მისი ამერიკელი კოლეგის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ჰეიგელი და ალასანია ასევე ესტუმრებიან სასწავლო ცენტ „კრაწანისს“, სადაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართველ სამხედროებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს სიტყვით მიმართავს.
ჰეიგელის ვიზიტამდე საქართველოს 4 სექტემბერს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჯეიმს ამოსი ეწვია და შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე თავდაცვის სამინისტროში.