4.8%-იანი წლიური ინფლაცია სექტემბერში
წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 4.8% შეადგინა, აგვისტოში არსებული 3.4%-იანი ინფლაციის შემდეგ, რაც ძირითადად, საკვებზე და ჯანდაცვაზე ფასების ზრდამ განაპირობა, იტყობინებოდა „საქსტატი“ პარასკევს.
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ სექტემბერში 1.2% შეადგინა, „საქსტატის“ თანახმად.
ჯანდაცვის სფეროში ფასები სექტემბერში 15.2%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამ ჯგუფში ფასები სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე 7.4%–ით გაიზარდა, ხოლო ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 3.5%–ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები სექტემბერში 8.4%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად ბოსტნეულზე (27.3%), ხილსა და ყურძენზე (16.9%), ასევე რძეზე, ყველსა და კვერცხზე (12%) ფასების ზრდას უკავშირდება.