საქართველოს პრეზიდენტი იაპონიას ესტუმრება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21-25 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამავე ინფორმაციით, მარგველაშვილი იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს, პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს და იაპონელი დეპუტატების ჯგუფს შეხვდება.