საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა 18 ოქტომბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა.
უნგრელმა კარიერულმა დიპლომატმა იანოშ ჰერმანმა ამ პოსტზე ფილიპ დიმიტროვი შეცვალა.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო და სწრაფად განვითარებადი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო წინ წავწიო“, – განაცხადა ახალმა ელჩმა 17 ოქტომბერს, „ჩვენ ყველას გვესმის ახალი ფაზის მნიშვნელობა ჩვენს ურთიერთობაში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გაგვაჩნია, რათა ხელი შევუწყოთ რეფორმებს და ცვლილებებს და იმავდროულად განვითარებას“.
ჰერმანმა, რომელიც სულ ბოლოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იყო ცენტრალურ აზიაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა თითქმის 40 წლის წინ დაიწყო და იქ მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო სახელმწიფო მდივანი და ნატოში მუდმივი წარმომადგენელი 2005 წლამდე, ვიდრე ის ევროკომისიაში დაიწყებდა მუშაობას. ის ასევე მსახურობდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ნორვეგიაში.