მარგველაშვილი უკრაინას დემოკრატიულ არჩევნებს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინას „დემოკრატიული“ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა, რამაც, მისი თქმით, ქვეყნის ევროპული არჩევანი დაადასტურა.
„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება, სწრაფვა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და უკეთესი მომავლისადმი. მტკიცედ მჯერა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა.