თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი 2–4 ნოემბერს საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში იგი 3 ნოემბერს თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

4 ნოემბერს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში გაემგზავრება, სადაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს არჩილ ხაბაძეს შეხვდება და ასევე ესტუმრება მეჩეთს.