3.4%-იანი წლიური ინფლაცია ოქტომბერში
წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 3.4% შეადგინა, სექტემბერში არსებული 4.8%-იანი ინფლაციის შემდეგ, იტყობინება „საქსტატი“ ორშაბათს.
„საქსტატის“ თანახმად, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ ოქტომბერში 0.3% შეადგინა.
წლიური ინფლაციის დონე ძირითადად განაპირობა ფასების ზრდამ სურსათზე და ჯანმრთელობის დაცვაზე, შესაბამისად, 7.8%–ით და 5.6%–ით.